საზოგადოება

ჭადრაკის ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს, დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში დაიწყო.

მათივე ინფორმაციით, ონლაინ ტურნირები შვეიცარული სისტემით, 9 ტურად იმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ტურნირებში მონაწილოების მისაღებად თავდაპირველად აუცილებელია დარეგისტრირება ვებ-გვერდზე www.chess.com, სადაც საქართველოდან შესული მომხმარებელი გაერთიანდება ჯგუფში „Georgian Chess Federation“.

ტურნირისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ საღამოს 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე იწყება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

სასტუმროებისა და დამსვენებლების 80%-ს ბაკურიანში წყლის შეფერხება არ ჰქონია- მაია ცქიტიშვილი

editor

ეს გენიალური ფილმია და ყველამ უნდა ნახოს! – ანიტა რაჭველიშილი

editor

საქართველოს ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა სახელწოდებით “ამ ცხოვრების დედაც”

editor

Leave a Comment