საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრომ დისტანციურად მომუშავე უწყების თანამშრომლებისთვის უსაფრთხო კიბერგარემოს უზრუნველყოფისთვის სპეციალური რჩევები შეიმუშავა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. დისტანციური მუშაობის რეჟიმში თავდაცვის სამინისტრო ცდილობს, მაქსიმალურად უზრუნველყოს უსაფრთხო კიბერგარემო და კიბერრისკების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს თითოეულ თანამშრომელს. ამ მიზნით სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ შეიმუშავა სასარგებლო რჩევები დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლის დახმარებითაც თანამშრომლების დისტანციური მუშაობის პროცესი უფრო უსაფრთხო გახდება.

„გზამკვლევში იდენტიფიცირებულია სამი ძირითადი საფრთხე, რომელიც თან ახლავს დისტანციურ მუშაობას: სოციალური ინჟინერია, პაროლები და განახლებული ოპერაციული სისტემა და პროგრამული უზრუნველყოფა.

სახლში უსაფრთხო კიბერგარემოს შესაქმნელად შემუშავებული რჩევების მიხედვით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კომპიუტერების უსაფრთხოებას.

გზამკვლევის რჩევები რეალური კიბერსაფრთხეებისგან თავის დასაცავად ითვალისწინებს კომპიუტერის ინტერნეტთან დაკავშირებამდე სპეციალური უსაფრთხოების ზომების დაცვას; ვებ-ბრაუზერის, სმარტფონების, სოციალური ქსელების უსაფრთხოებას; ინფორმაციის ონლაინ განთავსების რეკომენდაციებს; სპამ წერილებისგან, ელ. ფოსტაზე მიმაგრებული ფაილებისაგან, ჯაშუშური პროგრამებისაგან და ვირუსებისაგან თავის დაცვას.

კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები დეტალურად იხილეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mod.gov.ge/cyber/file.pdf

ბიურომ ასევე შეიმუშავა კიბერუსაფრთხოების დისტანციური სწავლების კურსი, რომელიც განთავსდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე: https://elearning.mod.gov.ge/

კიბერუსაფრთხოების გაცნობითი კურსის მიზანია თავდაცვის უწყების თანამშრომლების ინფორმირება კიბერსივრციდან მომდინარე საფრთხეების შესახებ და საბაზისო ცოდნის მიღება, რომელიც საჭიროა კიბერშეტევის თავიდან ასაცილებლად.

კურსი 4 მოდულისგან შედგება. დაფუძნებულია რეალურ მაგალითებზე და მოიცავს პრაქტიკულ ინფორმაციას მომხმარებლებისთვის. კურსის დასრულების შემდგომ, ტესტირების საფუძველზე გაიცემა შესაბამისი ელექტრონული სერტიფიკატი.

კურსი ამჟამად მუშაობს საპილოტე რეჟიმში”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ლევან ვასაძე: შსს-ს შენობასთან მხარდამჭრებთან ერთად ჯვრით ხელში მივიდა

რედაქტორი

თბილისში, 20 წლის გოგო მამამ გარდაცვლილი იპოვა

editor

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი ღამის საათებში გადაიკეტება

editor

Leave a Comment