სამართალი

თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი დაინიშნა

საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი დაინიშნა.

ცვლილებებია რეგიონებშიც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ზაზა მეტონიძე, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა.

„აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიცია ეკავათ. საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

თბილისში მერვე კლასის მოსწავლე, მეათე კლასელმა დაჭრა

editor

პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავა

editor

საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

editor

Leave a Comment