ეკონომიკა

არ გაძღა ბანკების მუცელი – ნათელაშვილი საბანკო ამნისტიას ითხოვს

ლეიბორისტული პარტიისლიდერი , შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ საშუალო და წვრილ ბიზნესებზე სასწრაფოდ გამოცხადდეს საბანკო ამნისტია.

ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსი მთავრობის წარმომადგენლებმა „შემოიტანეს“. „მთელი მთავრობა იქენდებზე პიცის საჭმელად დადის იტალიაში“, – აცხადებს ნათელაშვილი და მოითხოვს, სახელმწიფომ ვირუსთან საბრძოლველად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას. 

„გამოცხადდეს საბანკო ამნისტია. დაუყონებლივ დადგინდეს ზღვრული ფასები საკვებ პროდუქტებსა და წამლებზე. ეს სამი კომპონენტი საქართველოს მიმდინარე ურთულეს მსოფლიო პროცესიდან უდანაკარგოდ გამოიყვანს. ეს ვირუსიც ძალიან მალე ჩაივლის, ხოლო ჩვენ შეიძლება უკეთესი განვითარების ტემპები დაგვეწყოს და უამრავ ადმიანს გადავარჩენთ გაკოტრების, სასოწარკვეთის, ქვეყნისგან გაქცევის და სხვა იმ დიდი პრობლემებისგან, რაც არაერთხელ გადავიტანეთ.

გასული წელი საქართველოს ბანკებმა მილიარდიანი მოგებით დაასრულეს. ეს ნიშნავს, რომ ვართ ივანიშვილისგან დაწესებული კლასიკური საბანკო ყაჩაღობის მსხვერპლნი. 

ასე გაგრძელება აუცილებლად დამთავრდება იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს მგელი შეგვჭამს. ეს მგელი კორონავირუსი იქნება, ღორის გრიპი თუ ებოლა, რა მნისვნელობა აქვს.  ფაქტია, რომ სუსტნი ვართ იმის გამო, არ გაძღა ბანკების მუცელი. 

მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის შემოტანის ხაზით ქვეყანაში დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს. მთელი მთავრობა იქენდებზე პიცის საჭმელად დადის იტალიაში. ნახეთ, რამდენია თვითკარანტინში რანდენი მინისტრი, მოადგილე, მინისტრის თანაშემწე და კიდევ რაც არ ვიცით. ჩვენი ინფორმაციით კიდევ უფრო მეტია. ეს ვირუსი საწყალ და უბრალო ხალხს არ შემოუტანია, რომელიც თავის გადასარჩენად საზღვარგარეთ გაიქცა და ნამდვილად არ სცალია საქართველოში შაბათ-კვირას იაროს. ეს ვირუსი ელიტამ შემოიტანა. ჭუჭყი, მტვერი, ნაგავი და ვირუსი ამ ხელისუფლების შემოტანილია“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს ყიდის

editor

„საქართველოს უნივერსიტეტმა” ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 2%-ანი წილი იყიდა

editor

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9626 ლარი გახდა

editor

Leave a Comment