პოლიტიკა

გიორგი ბაგრატიონმა საკარანტინო ზონები მოინახულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა, მოადგილეებსა და თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად, კორონავირუსის საკარანტინო ზონები მოინახულა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ ზონებში მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს დაცვის პოლიცია იცავს. გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს პირადად შეხვდა, ადგილზე არსებულ ვითარებასა და მათ სამუშაო პროცესს დეტალურად გაეცნო.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე, ეწვია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. გიორგი ბაგრატიონი ადგილზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ მათ რისკისშემცველ ობიექტებზე ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

მსგავსი სიახლეები

რკინის ბარიერი არის უკანონო და პარლამენტის ბლოკირება კანონიერი? -კობახიძე

editor

მამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

რედაქტორი

კახა კალაძე: მაჟორიტარების ნაწილი პარტიის დატოვებით იმუქრება

ადმინისტრატორი

Leave a Comment