საზოგადოება

საავადმყოფოში მყოფი 24 პაციენტიდან დღეს 11-ს აუღებენ ანალიზს

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად საავადმყოფოში მყოფი 24 პაციენტიდან დღეს 11-ს აუღებენ ანალიზს.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 3 პირის მდგომარეობა სტაბილურია.

„გუშინ ჩვენთან 16 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება ახალ კორონავირუსზე და ყველასთან მიღებულია ნეგატიური ანუ უარყოფითი პასუხი. ეს პაციენტები გადაყვანილია საკარანტინე სივრცეში. ამჟამად ჩვენთან წევს 24 პაციენტი და ამ პაციენტებიდან 11 პაციენტს დღეს უნდა ავუღოთ ცხვირ-ხახის ნაცხის ანალიზი. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ყოველდღიურად უტარდებათ კვლევები და ამ კვლევებით ხდება მათი კლინიკური მონაცემების შეფასება. არსებული სიტუაციით, მათი დაავადება არ პროგრესირებს, ტემპერატურა ნორმაში აქვთ“, – განაცხადა ეზუგბაია.

მსგავსი სიახლეები

ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან დაბრუნებული მამაკაცი შეიყვანეს

editor

ვიდეოჯარიმის გადახდა შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი

რედაქტორი

პატრიარქმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა

რედაქტორი