მსოფლიო

საბერძნეთის საზღვარზე სამი მიგრანტი მოკლეს – მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საბერძნეთის საზღვარზე სამი მიგრანტი მოკლეს. ეს განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ერთი მხრივ ბერძენი მესაზღვრეები ცეცხლს უხსნიან მიგრანტებს, სამი მიგრანტი მოკლულია, მათ ზურგში ესროლეს, როდესაც გარბოდნენ. ისინი ურიგებენ სანადირო თოფებს ფერმერებს, რომ მათ ცეცხლი გაუხსნან მიგრანტებს. ეს არის ძალადობა. იმედი მაქვს, რომ დღეს ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რომლებიც დღეს საზღვარზე ჩავიდნენ, ამ ყველაფერს იხილავენ,“ – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მსგავსი სიახლეები

მალიში დასავლეთ აფრიკული ისლამური დაჯგუფების ლიდერი მოკლეს

editor

79 წლის სამუელ ლითლი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული

editor

უძლიერესი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ იაპონიას უახლოვდება

editor