პოლიტიკა

ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება- ადამ კიზინგერი

“მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს,”- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

“ვფიქრობ, ის, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ (შეერთებულ შტატებში) გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ, საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად”, – განაცხადა კინზინგერმა.

მსგავსი სიახლეები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დაარეგისტრირა

რედაქტორი

გრიგოლ ვაშაძე: “რუსთავი 2“-ს არავის დავანებებთ, ხალვაში ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება

რედაქტორი

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით

რედაქტორი