ეკონომიკა

პოპულარული მექსიკური ლუდი Corona ზარალს განიცდის

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების ფონზე ამერიკაში პოპულარული მექსიკური ლუდი Corona საიმიჯო ზარალს განიცდის. ამას ორგანიზაცია YouGov-მიერ ჩატარებული გამოკვლევა ადასტურებს.

კორონავირუსთან ასოცირების გამო მკვეთრად დაეცა ლუდი Corona-ს დადებითი იმიჯის რეიტინგი. კერძოდ, თუ რეიტინგი 2019 წლის დეკემბერში დაახლოებით 80%-ს შეადგენდა, ახლა ის 50%-მდეა.

ასევე შემცირდა Corona-ს შეძენის განზრახვის მაჩვენებელი. Constellation Brands ჯგუფის აქციები, რომელსაც Corona ეკუთვნის, საფონდო ბირჟაზე 8%-ით გაუფასურდა.

მსგავსი სიახლეები

პრემიერის თქმით, 2020 წელს ტურისტული მიმართულებით 115 მილიონი ლარი დაიხარჯება

editor

ვინ ჩაანაცვლა მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკში“

რედაქტორი

ნათია თურნავა – გარდაბნის თბოსადგური2 განამტკიცებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას

რედაქტორი