საზოგადოება

გურჯაანაში საავადმყოფოს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს

გურჯაანის საავადმყოფს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ინფორმაციას კლინიკის თანამშრომლები ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ-ერთი პაციენტის, მ.ბ.-ს ოთახს ესროლეს, სადაც ის მკურნალობის კურსს გადიოდა.

სროლამდე ერთი დღით ადრე ამ პაციენტს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ის საავადმყოფოში მოხვდა.

მ.ბ. წარსულში მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი და მან პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე თვის წინ დატოვა. 

საქმეზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა წელს მნიშვნელოვნად შემცირებულია

რედაქტორი

უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

editor

ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა

ადმინისტრატორი