მსოფლიო

ბრაზილიაში და საბერძნეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ბრაზილიაში და საბერძნეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. 

 ბრაზილიაში ვირუსი 61 წლის ქალს დაუდგინდა, რომელიც 9 თებერვლიდან 21 თებერვლამდე ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება საბერძნეთს, უცხოური მედიის ცნობით, კორონავირუსი 38 წლის ქალს დაუდგინდა. ამავე შემთხვევაშიც დაინფიცირებული უახლოეს წარსულში იტალიას სტუმრობდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 3 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, 80 ათასზე მეტი კი დაავადდა. 

მსგავსი სიახლეები

მასშტაბური ოპერაცია იტალიაში -დააკავეს 334 ადამიანი

editor

ჩინეთმა დაადასტურა, რომ ახალი კორონა ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა

editor

ახალი კორონავირუსით, კიდევ 142 ადამიანი გარდაიცვალა

editor