მსოფლიო

კორეაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 346-ს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გუშინ ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსით დაინფიცირების 346 დადასტურებული შემთხვევიდან 169 სინძეონძის რელიგიურ დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული, რის გამოც მისი 9 000 წევრის იზოლაცია და გამოკვლევა იგეგმება.

სეულში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დროებით დაიხურა. შეიარაღებულ ძალებში 3 შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ კი ჯარისკაცებს სამხედრო ბაზების დატოვება და შვებულებაში გასვლა აეკრძალათ.

მსგავსი სიახლეები

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1484-მდე გაიზარდა

editor

ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს

editor

აშშ-ში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა

editor