მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო „ანსა“ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

78 წლის მამაკაცი პადუიას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში კორონავირუსის 16 შემთხვევა დაფიქსირდა, 14 შემთხვევა – ლომბარდიის რეგიონში, ორი კი მოსაზღვრე ვენეტოში გამოვლინდა. გარდაცვლილი ვენეტოში ინფიცირებულთაგან ერთ-ერთი იყო.

დაავადებულთა შორის ხუთი მედიკოსია, ერთი კი ფეხმძიმე ქალია.

იმ ქალაქებში, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა, მთავრობამ ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება გააუქმა, სკოლები და ბიზნეს-დაწესებულებები კი დახურა.

ამჟამად, ექიმები იკვლევენ ასობით პირს, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი.

მსგავსი სიახლეები

სერგეი ლავროვი: ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობებში რუსეთი ჩარევას არ აპირებს

რედაქტორი

ლუიზიანას შტატში შეიარაღებულმა პირმა 10 ადამიანი დაჭრა

editor

დონალდ ტრამპი ნატო-ს სამიტის ფარგლებში დიდ ბრიტანეთს ეწვევა

editor