მსოფლიო

სტოლტენბერგი რუსეთის უახლესი შეიარაღების მხრიდან ახალ საფრთხეებს ხედავს

ჩრილოატლანტუკური ალიანსი რუსეთის უახლესი შეიარაღების მხრიდან ახალ საფრთხეებს ხედავს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომლის ინტერვიუს ფრაგმენტები „შპიგელმა“ გამოაქვეყნა.

მისი თქმით, რუსეთის ახალი რაკეტები ძალიან საშიშია. გენმდივნის თქმით, ეს რაკეტები მობილურია, ძალიან ადვილია მათი დამალვა და შეუძლიათ ევროპულ ქალაქებამდე მიაღწიონ გაშვებიდან დროის ძალიან მცირე მონაკვეთში.

სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ეს მახასიათებლები არა მხოლოდ ამცირებს ბირთვული იარაღის ბარიერს, არამედ გაზრდის შესაძლო გაუგებრობის რისკს.

სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის მაღალტექნოლოგიური იარაღზე, ევროპაში ბირთვული მუხტის მქონე ახალი რაკეტების განთავსებით, არ უპასუხებს.

მსგავსი სიახლეები

კიევში, მანქანის აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა

editor

კორეაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

editor

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა

editor