პოლიტიკა

მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა- გახარია

კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კიბერშეტევასთან დაკავშირებუთ გამოძიება სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ჩატარდა და ეს პროცესი გრძელდება.

„კიბერშეტევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი, ჰიბრიდული ძალის გამოყენების ფორმით და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერსივრცე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის არ არის პრობლემა და რისკების შემცველი, კიბერსივრცე არის გლობალური გამოწვევა. ამ გლობალურ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. ყველაფერი იქნება წყნარად, მშვიდად, ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს, საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს დაუპირისპირდა

editor

თინა ბოკუჩვა: მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რომ ხდება ისრების გადატანა, ეს ჩვენთვის ცნობილი ნარატივია

რედაქტორი

გრიგოლ ვაშაძე: მართლმსაჯულების დაცინვაა, როდესაც შს მინისტრი არ არის დაკითხული და ჩვენ გვიბარებენ

რედაქტორი