მსოფლიო

გერმანია რიგით 70-ე კინოფესტივალს მასპინძლობს

გერმანიის დედაქალაქი ბერლინის რიგით 70-ე კინოფესტივალს მასპინძლობს. თებერვლის თვეში საერთაშორისო ფესტივალს ყველა ის ადამიანი სტუმრობს, ვინც კინოისტორიას ქმნის, ან უბრალოდ – კინო უყვარს. წელს საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმ ”ჩემი სელინჯერის წელიწადის” ჩვენებით გაიხსნა. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს სეგურნი ვივერი ასრულებს, საკონკურსო ნამუშევრების სიაში არ არის.

წელს კინოფესტივალის ფარგლებში 340-ზე მეტ ფილმს აჩვენებენ, ხოლო მთავარი პრიზის “ოქროს დათვის” მისაღებად კი 18 ფილმი იბრძოლებს. 

კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებმა წუთიერი პატივი მიაგეს ქალაქ ჰანაუში სროლის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

ფილმებს შორის იქნება ქართული კინოც. საერთაშორისო მაყურებელი ევროპული კინოს ბაზრობაზე ლანა ღოღობერიძის “ოქროს ძაფსა” და უტა ბერიას “უარყოფით რიცხვებს” იხილავს. ლევან გელბახიანს ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ეგვიპტეში, ატრაქციონის ჩამოვარდნის შედეგად 14 მოსწავლე დაშავდა

editor

საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა

რედაქტორი

ავსტრალიაში ოჯახი შვილის გარდაცვალებას ტყის ხანძრებისგან წარმოქმნილ კვამლს აბრალებს

editor