მსოფლიო

პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელი სამხედრო მოკლეს

პრორუსი სეპარატისტების მიერ უკრაინულ პოზიციებზე საარტილერიო ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა.

„ის, რაც დღეს მოხდა, პროვოკაცია არ იყო. „ბოევიკებს“ სურდათ სათვალთვალო პუნქტების ხელში ჩაგდება. შედეგად, ჩვენი ერთი სამხედრო დაიღუპა, სამი დაჭრილია, ხოლო კიდევ ორს კონტუზია აქვთ“, – განაცხადა მან.

დღეს, დაახლოებით დილის 5:00 საათზე, დონბასში პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინულ პოზიციებზე შეტევა მიიტანეს. დილის 10:00 საათის შემდეგ ბრძოლა დასრულდა, უკრაინულმა მხარემ თავისი პოზიციები შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ირანში მომიტინგეები აითოლა ალი ხამენეისა გადადგომას ითხოვენ

editor

კანბერაში ხანძრების გამო, რამდენიმე ქვეყნის საელჩომ მუშაობა შეაჩერა

editor

32 წლის ტაილანდელი ჯარისკაცი რომელმაც 26 ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია

editor