საზოგადოება

ბართაშვილის ხიდზე სუბუქი ავტომობილი ე.წ ბორდიურზე შევარდა და ამოტრიალდა

ბარათაშვილის ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ე.წ ბორდიურზე შევარდა და ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხევაში მეორე მანქანა არ ფიგურირებს.

შემთხვევის შედეგად ავტომანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აუწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი ერთ მეტრზე მეტია

editor

„ფრთხილად! კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია!“ – აქცია ქუთაისში

editor

ნიკა გვარამია ჟურნალისტებს ახალ არხზე ეპატიჟება

ადმინისტრატორი