მსოფლიო

მალიში თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

მალიში თავდასხმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აფრიკული ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთისგან განცალკევებული რამდენიმე თავდასხმა მოხდა. ერთ-ერთი მათგანი ცენტრალურ ნაწილში მდებარე სოფელში იყო, როდესაც შეიარაღებული პირები სოფლის მცხოვრებლებს თავს დაესხნენ, საცხოვრებელი სახლები და ნათესები გადაუწვეს. ამ თავდასხმის დროს 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

პარალელურად თავდასხმა მოხდა სამხედრო ბანაკზე, სადაც ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები

ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 53-ს მიაღწია

editor

ავსტრალიელმა მეცნიერებმაკორონავირუსი ხელახლა შექმნეს

editor

არგენტინის საპრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი გახდა

editor