მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 143 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში, დღემდე, ვირუსით დაინფიცირების 66 492 შემთხვევაა დადასტურებული.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც საახალწლო არდადაგების შემდეგ პეკინში ბრუნდებიან, ვალდებული არიან 14 – დღიანი კარანტინი გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში – კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

ჩინეთის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ქვეყანასა და ტერიტორიულ ერთეულში ვირუსით დაინფიცირების 450-მდე შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეში. რაც შეეხება გარდაცვლილებს, დღემდე, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვირუსით გარდაცვალების სამი შემთხვევაა დადასტურებული: იაპონიაში, ჰონგ-კონგსა და ფილიპინებში.

მსგავსი სიახლეები

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ცნობილი გახდა, რომ „ნორმანდიის ფორმატში“ შეხვედრა სექტემბერში შედგება

editor

კანადა ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიებაში ჩაერთვება

editor

ერდოღანი ევროპას მიგრანტთა ახალი ტალღს შესახებ აფრთხილებს

ადმინისტრატორი