სამართალი

სოფელ განთიადში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ დმანისის სოფელ განთიადში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, საღამოს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში, ამავე სოფლის მკვიდრს – 1963 წელს დაბადებულ ზ.დ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ქალი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა

editor

შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 65 წლამდე კაცს ბრალი წაუყენეს

editor

შსს-ს განმარტება იულია სუსლიაკის საქართველოში არ შემოშვების ფაქტთან დაკავშირებით

რედაქტორი