პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი ცდილობს საერთაშორისო პრესის გამოყენებით გააჟღეროს თავისი პოზიციები- თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სტატია, რომელიც სააგენტო Bloomberg-მა „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე გამოაქვეყნა, დიდი ალბათობით, დასპონსორებულია. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელსაც აქვთ ქვეყანაში დაბალი ან ნულოვანი მხარდაჭერა, თავის წინასაარჩევნო კამპანიას საზღვარგარეთ ახორციელებს, ვინაიდან მათ იციან, რომ საქართველოს მოსახლეობა მათ მხარს არ უჭერს. ისინი ცდილობენ საზღვარგარეთ, მათ შორის საერთაშორისო პრესის და გაზეთების გამოყენებით გააჟღერონ თავისი პოზიციები. Bloomberg-ის სტატია, მაღალი ალბათობით, არის დასპონსორებული. მათ არ გაუშუქებიათ ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, დღეს კი სააგენტო წერს, თითქოს ივანიშვილი 77 ათას დოლარს ხარჯავს. 3 მილიარდსა და 77 ათასს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. რაც შეეხება კომპანიებს, აშშ-ის და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, ბიძინა ივანიშვილს და სხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და გამოიყენოს ამა თუ იმ კომპანიის მომსახურება თავისი სტრატეგიული მიზნებისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი – უმრავლესობის სხდომაზე განვიხილეთ, თუ რა მუშაობა მიმდინარეობს, რომ ჩვენი ექიმი ოკუპანტების ხელიდან დავიხსნათ

editor

გავრილოვის სია” – ნაციონალური მოძრაობის დადგენილების პროექტი

რედაქტორი

გიგა ბოკერია: ამ აქციებზე გამოჩნდა, რომ არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ რიგებში, საკუთარი სატელიტების სახით, პირდაპირ ატარებს პუტინის პროპაგანდისტულ ხაზს

რედაქტორი