მსოფლიო

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1484-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში, ახალი კორონავირუსით, 1486 ადამიანია დაღუპული, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული 1486 ფატალური შემთხვევიდან ორი ჩინეთის ფარგლებს გარეთ, დანარჩენი კი – ჩინეთშია დადასტურებული.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ხელისუფლების ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებული 36 719 პაციენტიდან 1 685-ის მდგომარეობა კრიტიკულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი, საერთო ჯამში, 4131-ს აღწევს. რაც შეეხება დაინფიცირებულ ადამიანებს, მათი რიცხვი 65 000-ს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

ვროპაში ძლიერი შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

editor

კალიფორნიის შტატში ძლიერი ხანძრია

editor

მექსიკაში, უცნობი პირები პოლიციელებს დაესხნენ თავს თავდასხმას 5 სამართალდამცველი ემსხვერპლა

editor