საზოგადოება

თბილისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ ზოოფესტივალი ​გაიხსნა

ღონისძიება ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის ორგანიზებით იმართება.

ზოოფესტივალზე დამთვალიერებლებს სხვადასხვა სახის ცხოველების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების ნახვა შეეძლებათ.

ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი 2017 წლიდან იმართება, რომელიც მიზნად ისახავს ვეტერინარიის პოპულარიზაციას, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ცხოველების კეთილდღეობისა და მოვლა – პატრონობის შესახებ.

გამოფენის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები, გათამაშებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზოომაღაზიები. ჩატარდება ლექცია და დამთვალიერებელი უფასო კონსულტაციებს მიიღებს ვეტერანი ექიმისგან.

ზოოფესტივალი 16 თებერვლამდე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ბათუმში დაჭრილი პოლიციელი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

editor

დღეს აგვისტოს ომიდან 11 წლისთავი აღინიშნება

რედაქტორი

2020 წელს მცირე საწარმოები 3000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს

editor