საზოგადოება

თბილისში ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზაცია მოკლე დროში მოხდა, ამ დროისთვის კი ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

სენაკში ხანძარს 96 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

editor

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

editor

ზუგდიდში 960 დევნილი ოჯახისთვის 8 საცხოვრებელი კორპუსი შენდება

editor