სამართალი

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პიი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს.

შშს-ს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი “სუბუტექსი”, “ბუპრენორფინის” შემცველი ფხვნილი, 5 აბი “ექსტაზი” და 1 შეკვრა “მდმა”.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების “ა” ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულ პირს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

editor

სოფელ განთიადში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

editor

ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, ნოდარ ბურდილაძის დაჭრაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

editor