პოლიტიკა

გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მიუნხენის 56-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი გახარია კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

მიუნხენი უსაფრთხოების 56-ე, ყოველწლიურ კონფერენციას 14-დან 16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. მიუნხენში 500-ზე მეტ მაღალი დონის საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმღებ პირს ელოდებიან.

პოლიტიკური, ბიზნესის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არსებულ კრიზისებსა და მომავალ უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელებენ.

განხილვების ერთ-ერთი თემა იქნება, თუ რა არის დასავლეთის ცნება, რას ნიშნავს დასავლეთის პასუხისმგებლობა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი სესიაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მავნებლურ ძალას უწოდებს

რედაქტორი

საქართველოში მყოფი ODIHR-ის წარმომადგენლები მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტზე გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღებენ მონაწილეობას

რედაქტორი

დავით ბაქარაძე: ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დევნიან

ადმინისტრატორი