პოლიტიკა

საქართველოში უცხოური ინვესტიციები ყოველთვის დაცული იქნება- კალაძე

სტრასბურგში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე კონგრესმენ რენდი ვებერის წერილს გამოეხმაურა. თბილისის მერის თქმით, მისთვის წერილში ნახსენები ეკონომიკურ უკუსვლაზე საუბარი გაუგებარია. კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები ყოველთვის დაცული იქნება. 

„გაუგებარია რომელ ეკონომიკურ უკუსვლაზეა ლაპარაკი. ჩვენს ქვეყანას აქვს ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა 5% და მეტი. არასდროს ამ მიმართულებით პრობლემა არ გვქონია ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება ინვესტიციებს, საქართველოში უცხოური ინვესტიციები და ადგილობრივი ბიზნესი დაცულია ისე როგორც არასდროს. ჩემთვის გაუგებარია შინაარსი . თითოეული ცენტის ინვესტიციას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ მათ ყოველთვის დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ბიზნესს, ბიზნესის განვითარებას. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ სავარაუდოდ თაღლითი და საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიები. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, – განაცხადა კალაძემ.

ტეხასის შტატის კონგრესმენმა რენდი ვებერმა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით 4 თებერვალს მიმართა. გზავნილში კომპანია „ფრონტერაა“ ნახსენები. 

მსგავსი სიახლეები

ვოლსკი 20 ივნისის საქმეზე- პროკურატურას გაცილებით უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება, რომ მთლიანად მოვლენები შეაფასოს

editor

ბიუროს სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს – კობახიძე

editor

ზაზა ბიბილაშვილი, მარიამ გერსამია და ნინო კალანდაძე „ნაციონალურ მოძრაობას” ტოვებენ

editor