პოლიტიკა

ეუთო / ოდირის დასკვნის შემდეგ ოპოზიცია ნოკაუტშია – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ოდირი ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობას არ აფასებს, რადგან ეს დავის საგანი არ არის“.

„მათი შეფასებები აღარაფერში ჯდება. თურმე, კონსტიტუციურობის თემა სადავო საკითხი საერთოდ არ ყოფილა. მთავარი სადავო საკითხი იყო – კონსტიტუციას შეესაბამებოდა თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი მოდელი. ამაზე უთხრა, რომ ჩვენ არ ვართ ის ორგანო, სადაც ეს უნდა დადგინდეს. ამის შემდეგ ვერც იმას დაწერდა, რომ კონსტიტუციურია და არც იმას დაწერდა, რომ არაკონსტიტუციურია. სხვა დანარჩენი მოტყუების მცდელობაა. მათთვის ამაზე უარესი დასკვნის ალბათობა გამორიცხული იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ ახლა რაღაც სპეკულაციებს შეეცდებიან, რადგან გამოსავალი არ აქვთ. მთავარი თემა რაც იყო, კონსტიტუციურიობის თემა, ეუთო/ოდირი არ აფასებს. ოპოზიცია ნოკაუტშია ჩაგდებული იქედან გამომდინარე, რომ ისინი თავიანთი განცხადებებით ადასტურებენ იმას, რომ წარმოუდგენელი დარტყმა მიიღეს. რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტის კონსტიტუციურობაზე ლაპარაკობდნენ და ამას იტყვის, ეუთო/ოდირიო, დღეს ამბობენ, თურმე, ეს სადავო საერთოდ არ ყოფილა. წარმოუდგენელ და საოცარ განცხადებებს აკეთებენ, აიჭრნენ, მათი კომენტარები აღარაფერში წერია“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები

გერმანიის ელჩი: 20 ივნისის ღამეს პარლამენტში არსებული სიტუაციის თავად სანახავად მივედი

რედაქტორი

სამართალდამცავებმა პარლამენტთან 10-მდე ადამიანი დააკავა

editor

თამარ ჩუგოშვილი: მოდის ინფორმაცია, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ

რედაქტორი