ეკონომიკა

აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა

მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურების რაოდენობა 94%-ით გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებულ საოჯახო-სასტუმრო სახლებს, ტურისტულ და კვების ობიექტებს 238, 665 ვიზიტორი სტუმრობდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მოგზაურების ყველაზე დიდი რაოდენობა ქობულეთის ტურისტულ მარშრუტებზე დაფიქსირდა, რაც 137%-ით აღემატება 2018 წლის მონაცემებს. ვიზიტების რაოდენობის მხრივ ლიდერობს ქედის მუნიციპალიტეტიც, სადაც გასულ წელს, 57%-ით მეტმა ადამიანმა იმოგზაურა. შემდეგ მოდის ხელვაჩაური +94%-ით, ხულო +61%-ით და შუახევი +30%-ით.

მსგავსი სიახლეები

“საქართველოს ფოსტა” და Georgian Airways-ი ერთობლივ პროექტს იწყებენ

რედაქტორი

ბადრი ჯაფარიძე: საზოგადოებრივ მოძრაობაშიც ერთად ვიქნებით

რედაქტორი

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი