მსოფლიო

სირიაში ავიაიერიშებს 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთისა და სირიის არმიის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 40 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ მაშვეელებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად ერთ-ერთ სოფელში ერთი ოჯახის 8 წევრი, მათ შორის 6 მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა.

ოფიციალური მოსკოვი და მის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ ბრალდებებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ მხოლოდ ჯიჰადისტ ბოევიკებს ებრძვიან.

გაერომ გასულ კვირას განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი მწვავდება. ორგანიზაციის ინფორმაციით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან ამ დრომდე რეგიონი 300,000-მდე მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.

მსგავსი სიახლეები

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1523-მდე გაიზარდა

editor

კიმ ჩენ ინს რაკეტების გაშვება მოსწონს, სწორედ ამიტომ მე მას „კაცი რაკეტა“ შევარქვი- ტრამპი

editor

ნანტში პოლიციამ აქციაზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

editor