ეკონომიკა

პორტებში 2019 წელს ტვირთბრუნვა გაიზარდა

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ქართულმა პორტებმა 584,879 კონტეინერი (TEU ერთეული) მიიღეს, მათგან ყველაზე მაღალი ზრდა ფოთის პორტში ფიქსირდება. 2019 წლის განმავლობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში კონტეინერების რაოდენობა მკვეთრად – 41.7%-ით გაიზარდა.

2019 წლის 11 თვის განმავლობაში საკონტეინერო ტვირთბრუნვის სტატისტიკა:

ფოთის პორტი – 485,410 კონტეინერი, ზრდა წინა წელთან 46.8%;
ბათუმის პორტი – 99,469 კონტეინერი, ზრდა წინა წელთან 21.3%.

რაც შეეხება პორტების მთლიან ტვირთბრუნვას, 2019 წლის 11 თვის შედეგებით, მისი მოცულობა 15.8 მილიონ ტონას შეადგენს, რაც 2018 წელთან შედარებით 15%-ით მეტია. ზრდა ყველაზე მაღალი ფოთის პორტშია. 

ფოთის პორტი – 7.9 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 36.2%;
ბათუმის საზღვაო ნავსადგური – 2.9 მილიონი ტონა, კლება წინა წელთან 15%;
სუფსის საზღვაო ტერმინალი – 3.5 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 3%;
ყულევის საზღვაო ტერმინალი – 1.5 მილიონი ტონა, ზრდა წინა წელთან 15%.

მსგავსი სიახლეები

“საქართველოს ფოსტა” და Georgian Airways-ი ერთობლივ პროექტს იწყებენ

რედაქტორი

გერმანიის მთავრობა საქართველოსთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161,7 მილიონ ევროს დახარჯავს

editor

ვასილ ჰუდაკი: საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ინვესტიციებით პირველ ადგილზეა

რედაქტორი