ეკონომიკა

ბიუჯეტის ძირითადი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვას მოხმარდება – კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 2019 წლის თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით შესრულდა. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მუნიციპალიტეტის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, 2019 წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით არის შესრულებული, რაც გულისხმობს იმას, რომ ბიუჯეტმა პრივატიზაციისა და შემოსავლების ნაწილში დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, წლის ბოლოს მუნიციპალიტეტს გადაჰყვა ნაშთი, რომელიც ახლა ჩვენს 2020 წლის ბიუჯეტს დაემატება და შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 240 მილიონი ლარი. ამას დაემატება, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან გამოყოფილი სესხი დედაქალაქში ახალი, 12-მეტრიანი ავტობუსების შესაძენად, რომლის ოდენობაც დაახლოებით, 260-270 მილიონი ლარია და ამ ორი მთავარი კომპონენტის შედეგად დედაქალაქის 2020 წლის ღონისძიებების და პროგრამების ჯამი აჭარბებს მილიარდ ნახევარ ლარს”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის თქმით, ძირითადი თანხა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე სოციალურ პროგრამებსა და ჯანდაცვას მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები

ნოემბრის საარსებო მინიმუმი – ერთ ადამიანზე 173,3 ლარი

ადმინისტრატორი

რეპორტაჟი „ევრონიუსზე” ქუთაისში ელექტრო ავტომობილების წარმოების შესახებ

რედაქტორი

შესაძლოა დიდ დიღომში მიწისზედა მეტროს ხაზი გაიყვანონ

editor