მსოფლიო

ჩინეთში გზაზე უეცრად გაჩენილ ხვრელში სამგზავრო ავტობუსი და რამდენიმე გამვლელი მოხვდა

ჩინეთში გზაზე უეცრად გაჩენილ ხვრელს მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ქსინიში, ერთ-ერთი საავადმყოფოს წინ მოხდა. ხვრელში სამგზავრო ავტობუსი და რამდენიმე გამვლელი მოხვდა. ხვრელში ჩავარდნის შემდეგ ავტობუსი აფეთქდა. რამდენიმე ადამიანმა დაშავებულების გადარჩენა სცადა, თუმცა ხვრელის გაფართოების გამო გაქცევა მოუწიათ.

ინციდენტის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 16 ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხვრელის დიამეტრი 10 მეტრს შეადგენს. ჩინეთში ასეთი ხვრელების გაჩენა იშვიათი არ არის. ადგილობრივები ამას სამშენებლო სამუშაოებს და ქვეყნის განვითარების სწრაფ ტემპს აბრალებენ.

მსგავსი სიახლეები

ევროპაში შტორმმა და ქარიშხალმა 9 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

editor

სირიის საავადმყოფოზე საარტილერიო შეტევა განხორციელეს

editor

ხანძრები ბრაზილიის ტროპიკულ ჯუნგლებში

ადმინისტრატორი