მსოფლიო

სუდანის ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით ჩაიკეტა

სუდანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე დროებით ჩაიკეტა. სუდანის საინფორმაციო პორტალ Al Intibaha ცნობით, საჯარისო ნაწილები აეროპორტის გზატკეცილზე განლაგდნენ. ასევე სპეცრაზმებმა დაიკავეს სუდანის დედაქალაქის ხარტუმის მთავარი ქუჩები. 

ხელისუფლებამ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სუდანის სამხედრო პოლიციის ძალებსა და ოპერატიული სამმართველოს წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. 

სუდანის არმიამ უკვე გააკეთა შესაბამისი განცხადება. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი არათანაბარი დაფინანსება გახდა. გამოცემის ცნობით, სუდანის ხელისუფლება ცდილობს პრობლემის გადაჭრას და მხარეებს შორის დაძაბულობის განმუხტვას. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. 

მსგავსი სიახლეები

მერილენდის შტატის სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებულმა პირმა ხუთ ადამიანს დაზიანება მიაყენა

editor

აშშ ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით „Defender 2020“ აანონსებს

editor

ეკოაქტივისტებმა უჩვეულო პერფორმანსი გამართეს მათ თავი ქვიშაში ჩარგეს

editor