საზოგადოება

სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე- ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმი პერიოდულად ახორციელებს უკანონო მოქმედებებს, მათ შორის ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე.

სახელმწიფო მინისტრი ამ კომენტარით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, უკანონო ინსტალაციების აღმართვის ფაქტს გამოეხმაურა.

„კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე გაააქტიურა ცხელი ხაზი. იცით, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში ეს ერთ-ერთი მთავრი საკითხი გახლავთ. უშუალოდ ამ მონაკვეთზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა ერგნეთში გამართული არაერთი ტექნიკური შეხვედრა. მუშაობა ყოველდღიურად გრძელდება, რათა მოხდეს უკანონო მოქმედებების შეჩერება და აღკვეთა. საუბედურად, რასაც, ასევე, ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი და რაც არის განსაკუთრებით მწვავე, მტკივნეული, გახლავთ ის, რომ ამ თემებს აბამს ისეთ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა

editor

შაორის ტბის მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა

რედაქტორი

გუბაზ სანიკიძე: უდანაშაულო ვარ, მაგრამ ველოდები, რომ დამიჭერენ

რედაქტორი