საზოგადოება

სამების ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართა. პატრიარქის ნათლული კიდევ 521 ჩვილი გახდა. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობა გადაეცათ. 

ნათლობის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ნათლულები დალოცა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

მსგავსი სიახლეები

დღეს პეტრე-პავლობაა

რედაქტორი

გომბორის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა

editor

ეროვნული გამოცდებისათვის ავტობუსების 5 ახალი მარშრუტი ამოქმედდება

რედაქტორი