სამართალი

საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თამთა თოდაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეს, კერძოდ კი, გამომძიებელს დაკითხავენ.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, აღნიშნული მოწმის ჩვენებას ისინი უდაოდ გახდიან.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მსგავსი სიახლეები

მიხეილ კალანდიას საქმეზე დაიკითხნენ პირები რომლებიც მკვლელობის ადგილთან ცხოვრობდნენ ახლოს

editor

სამხრეთ აფრიკის მოქალაქე რომელიც ცდილობა 16 კგ მარიხუანის შემოტანას დააკავეს

editor

კინოთეატრ „ამირანთან” დაკავებულტაგან ერთ პირს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

editor