სამართალი

ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა შეეფარდა

ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბრალდებულ თ.წ-წ 6 წლით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თ.წ.-მ 2018 – 2019 წლებში, ოთხი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„სამართალდამცველებმა თ.წ. 2019 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით – ოთხი ეპიზოდი (გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.წ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორი პირი დააკავეს, ამოღებულია იარაღი და ფული

editor

ქალი, რომელმაც პეკინზე ბავშვი დაჭრა, დუმილის უფლებას იყენებს

ადმინისტრატორი

დღეს იუსტიციის საბჭოში გენპროკურორის მოადგილეს მამუკა ვასაძეს გაესაუბრებიან

რედაქტორი