მსოფლიო

ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს

დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა ირანის ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ დავების მექანიზმი აამოქმედეს. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა საკითხთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს. 

„ირანის ქმედებებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შეშფოთება გამოვთქვათ იმაზე, რომ ირანი შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არ ასრულებს. შეთანხმების 36-ე პუნქტის თანახმად, დავების მექანიზმის ფარგლებში ამ საკითხს ერთობლივ კომისიაში გადავცემთ“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ირანმა შეთანხმება სრულად 5 იანვარს დატოვა. 2015 წელს გაფორმებული შეთანხმებიდან გასვლისკენ მხარეებს დონალდ ტრამპმა 8 იანვარს მოუწოდა. მის ნაცვლად აშშ-ის პრეზიდენტი ახალი ხელშეკრულების შექმნას სთავაზობს. რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა თეირანს შეთანხმებაში დაბრუნებისკენ მოუწოდეს

მსგავსი სიახლეები

სამხრეთ კორიაში ექიმებმა შემთხევით აბორტი სხვა ქალს გაუკეთეს

editor

ეკოაქტივისტებმა უჩვეულო პერფორმანსი გამართეს მათ თავი ქვიშაში ჩარგეს

editor

თეთრ კუნძულზე, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულია 5 და დაკარგულია 8 ადამიანი

editor