მსოფლიო

ირანში თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

ირანში უკრაინის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

სააგენტო „ესოშიეთედ პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ირანის სასამართლო სისტემის წარმომადგენელმა განაცხადა. მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ირანის სასამართლო სტრუქტურაში თვითმფრინავის ჩამოგდების გამოსაძიებლად სპეციალური სტრუქტურა შეიქმნება, რომელშიც მოსამართლეები და ათობით ექსპერტი შევლენ.

„ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ამ გამოძიებას“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. მან თვითმფრინავის ჩამოგდებას „უპატიებელი შეცდომა“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯის პირობა დადო.

მსგავსი სიახლეები

ლონდონმა, ბერლინმა და პარიზმა ირანის ბირთვული შეთანხმების დავების მექანიზმი აამოქმედეს

editor

უკრაინის თვითმფრინავი, რომელიც ირანში ჩამოვარდა, ტექნიკურად გამართული იყო

editor

თეირანში, რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი დააკავეს

editor