პოლიტიკა

პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმის პარალელურად ოპოზიცია აქციას მართავს

გორში, პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმის პარალელურად ოპოზიცია აქციას მართავს. ადგილზე უკვე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც პროტესტის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.

მანამდე პოლიცია საკრებულოს წევრებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნაძვის ხესთან მისვლის საშუალებას არ აძლევდა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა.

„გაურკვეველ მიზეზს ასახელებენ, რატომ არ გვიშვებენ ადმინისტრაციულ შენობასთან. სალომე ზურაბიშვილი უსირცხვილოდ ადანაშაულებს საქართველოს ომის დაწყებაში, როდესაც ზუსტად ამ მიწაზე უამრავი ადამიანი დაიღუპა სამშობლოსთვის ბრძოლაში.

რატომ ადანაშაულებს ომის დაწყებაში და რატომ შეიწყალა პოლიციის მკვლელები და არა დეკანოზი გიორგი მამალაძე – ეს არის შეკითხვები, რომელიც გვაქვს საქართველოს პრეზიდენტთან“, – აცხადებენ აქციის მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლები.

წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 17:00 საათზე იყო დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტი კონცერტზე მისულ ადამიანებს მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი აბესაძე: პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი

რედაქტორი

ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მორიგი როტაცია განხორციელდა

რედაქტორი

ნათია თურნავა: ჩვენ ვხედავთ საქართველოს, როგორც კარიბჭეს ცენტრალური აზიის, ევროკავშირის, შემდეგ კი დასავლურ და აღმოსავლეთის ბაზრებზე

რედაქტორი