პოლიტიკა

ვაჟა გაფრინდაშვილი: შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა

შეწყალების თხოვნა დავწერე გუშინ საღამოს, მაგრამ ჩემი ბრალი აღიარებული არ მქონდა, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„როდესაც შეწყალებაზე იყო ლაპარაკი, ვინც მე შემომთავაზა მე მას ვუთხარი, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეწყალება რომ გაგიკეთენ შენ ბრალი უნდა აღიარო. ამიტომაც თვითონ მანვე შემომთავაზა: „მოდი ისე დავწეროთ, რომ არ ჩანდეს, რომ თვენ აღიარებთ ამ „საზღვრის“ დარღვევას“. მე წერილში მიწერია, რომ მე დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ, გამათავისუფლეთ“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულმა ექიმმა ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის მიზეზიც განმარტა:

„მთავარი მიზეზი რაც იყო, იყო ჩემი ავადმყოფის ნახვა. მაპატიეთ, სამწუხაროდ ვერ ვიტყვი გვარს, სად ცხოვრობს, რადგან შეექმნება პრობლემა იმ ადამიანს. რომ დამაკავეს რუსეთის სასაზღვრო ნაწილებმა, იქ უკვე ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში“.

მისი თქმით, მას და საქართველოს სხვა დაკავებულ მოქალაქეებს ცხინვალის იზოლატორში ნორმალურად ეპყრობოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება პროპორციული არჩევნები 2020-ის თაობაზე კონსულტაციების დაწყებას

რედაქტორი

გიორგი გახარია -მინდა მადლობა გადავუხადო შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატას „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისთვის

editor

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო

რედაქტორი

Leave a Comment