პოლიტიკა

ვაჟა გაფრინდაშვილი მადლობას უხდის ოჯახის წევრებს და ყველას, ვინც გულშემატკივრობდა

ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს – განაცხადა თბილისში საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მისულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, უკანონო პატიმრობაში ყოფნისას მას ერთხელ ჰქონდა ქართული არხის ნახვის საშუალება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, პრობლემა არ მაქვს. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. სამწუხაროდ, დიდი ინფორმაცია არ მქონდა, გზაში რაც მითხრა ჩემმა მეუღლემ, რაც მქონდა საშუალება, ორჯერ მქონდა მგონი თუ ერთხელ, რომ მენახა ქართული არხი იქ. დიდი მადლობა ყველას თქვენი თამადობით, ვინც მხარს მიჭერდა, გვერდში მედგა და მომცა საშუალება, რომ ეს თვენახევარი გამეძლო“- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ამ წუთებში ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი სურვილი არის ის, რომ გაიხსნას პოლიტიკური ცხოვრება და შეუერთდნენ სხვადასხვა სუბიექტები

რედაქტორი

თინა ბოკუჩვა: მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობაზე“ რომ ხდება ისრების გადატანა, ეს ჩვენთვის ცნობილი ნარატივია

რედაქტორი

პატრიოტთა ალიანსის” დელეგაცია კვირის ბოლოს მოსკოვში, დუმის დეპუტატებთან შესახვედრად, მიემგზავრება

რედაქტორი

Leave a Comment