ეკონომიკა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის დამტკიცებას წინ უძღოდა თბილისის მერის ანგარიში, რომლის წარდგენისას კახა კალაძემ დეტალურად ისაუბრა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტიც პრიორიტეტულ მიმართულებებს და დედაქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას მოხმარდება.

ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები საკრებულოს წევრების წინაშე თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ წარადგინა.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი მილიარდ 20 მლნ ლარია, თუმცა მასში არ არის ასახული რამდენიმე კომპონენტი.

„ეს არის ნაშთი, რომლის გადატანა ერთი წლიდან მეორეში ყოველთვის ხდება და რომელიც, დაახლოებით, 140 მლნ ლარი იქნება. ასევე, 256 მილიონი ლარი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი სესხია“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, თბილისის 2020 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულების ჯამი დაახლოებით, მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით მილიარდ 20-მილიონიანი ბიუჯეტის პროექტიდან, დაახლოებით, 980 მილიონი ლარი თბილისის საკუთარი შემოსავლებია, რომელშიც შედის გადასახადები, ქონების გადასახადი და დღგ; სპეციალური ტრანსფერი – 90 მლნ ლარი და ასევე, პრივატიზაცია, რომელიც 40 მლნ ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ფერმერი გურჯაანიდან: ნიკა გვარამიამ ღვინოს შეურაცხყოფა მიაყენა, არსად გადაგვეყაროს გაბრაზებულ კახელებს

რედაქტორი

რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის 1-ლი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

editor

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახური კომპანიის „Food Contract Corporation“ წარმომადგენლებს შეხვდა

რედაქტორი