საზოგადოება

პასუხი მედიაზონდერ თამარ კინწურაშვილს: რატომ ებრძვის ის მედიას?!

“ეS პერსონა” ეხმიანება თამარ კინწურაშვილის პორტალ “მითების დეტექტორ”-ის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას.

მედია პლატფორმა „ეS პერსონა“-ს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს თამარ კინწურაშვილის პორტალ “მითების დეტექტორ”-ის მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას, რომელიც ჩვენი სააგენტოს დისკრედიტაციას ემსახურება. თამარ კინწურაშვილი, მის პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებს, რომ კოკა ყანდიაშვილის დაფუძნებული გამოცემა “ეS პერსონა” ფეისბუქ ჯგუფებსა და გვერდებს მართავს.  „ეS პერსონა“-ს რედაქცია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული ფეიკ ნიუსები დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, პროდასავლური და პარტიული კონიუნკტურის მიღმა მოქმედი მედია საშუალების ”გაშავებას“ ისახავს მიზნად.

  • როგორ იტყუება და რაში გვადანაშაულებს, თამარ კინწურაშვილის “მითების დეტექტორი”?
  • როგორ ავრცელებს ინფორმაციას „მითების დეტექტორი“
  • რატომ იტყუება თამარ კინწურაშვილი და მისი “მითების დეტექტორი”?

თავი I  
როგორ იტყუება და რაში გვადანაშაულებს, თამარ კინწურაშვილის “მითების დეტექტორი”?

„მითების დეტექტორის“ კვლევაში ვკითხულობთ:
“მითების დეტექტორმა” ღია წყაროებზე დაყრდნობით გამოავლინა სქემა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ მართავს “ქართული ოცნების” პიარ ტექნოლოგ კოკა ყანდიაშვილის დაფუძნებული ონლაინ გამოცემა “ესპერსონა” ფეისბუკ ჯგუფებსა და გვერდებს, რომლებიც ხელისუფლების ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სხვა აქტორების დისკრედიტაციის კამპანიაში არიან ჩართული.

ანუ ეს ნიშნავს რომ: 
1.    “ეS პერსონა” მართავს სოციალურ ქსელში გარკევულ რესურს და განსაზღვრავს მის სარედაქციო პოლიტიკას. 
2.    აღნიშნული რესურსი გამოიყენება ხელისუფლების ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სხვა აქტორების დისკრედიტაციის მიზნით. 

საგულისხმოა, რომ თამარ კინწურაშვილის პორტალს  ამ ფეიკ ნიუსში „ეS პერსონას“ ერთი მასალაც კი ვერ მოჰყავს,  რომელიც მიუკერძოებლობისა და თავისუფალი მედიის პრინციპებს არ აკმაყოფილებს.  
რაც შეეხება კვლევაში განხილულ ფეისბუქ ჯგუფებს: აქ საუბარია, რომ მედია პორტალი “ეS პერსონა” სულ მცირე 14 ჯგუფს მართავს. 

იხილეთ მითების დეტექტორის მიერ „გამოვლენილი“ ამ ჯგუფების სია:

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ „ეს პერსონა“, ისევე როგორც ქვეყანაში არსებული სხვა ონლაინ გამოცემები ან/და ნებისმიერი კერძო ბიზნესი, საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის, ინტერნეტ მარკეტინგსაც იყენებს და წევრიანდება სხვადასხვა პოპულარულ ჯგუფებში, მათ შორის თამარ კინწურაშვილის პორტალის მიერ გამოქვეყნებულ ჯგუფებშიც იმისათვის რომ საკუთარი პროდუქციაა გააზიაროს და გააცნოს უფრო მეტ მკითხველს. რაც ეS პერსონას ქართულ მედია ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მედია პლატფორმად ხდის. 


წყარო: www.top.ge

ჩვენი რეიტინგი მეტყველებს, რომ „ეS პერსონა”-ს სტატიებს ათასობით ადამიანი კითხულობს. ზოგიერთი მათგანი კი სოციალურ ქსელში აზიარებს, ან გამოხატავს ჩვენს მასალაზე შესაბამის რეაქციებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ადამიანების ნება-სურვილს ვაკონტროლებთ, ან ვმართავთ.  

სავარაუდოდ, თითოეულ ჩვენგანს სოციალურ ქსელში შეხვედრია სხვადასხვა კომპანიის პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ჯგუფშია გაზიარებული. თუმცა, ამა თუ იმ ჯგუფში გაწევრიანება და ინფორმაციის განთავსება, ამ ჯგუფის მართვას,  მის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრას არ ნიშნავს და ეს  ფეისბუქის ყველა მომხმარებელმა იცის.
მიუხედავად ამისა მიზანშეწონილად ვთლით აღნიშნული პროცესი აღვწეროთ:
1.    ჯგუფში ნებისმიერი მასალის ჩაზიარება შესაძლებელია შემდეგი გზით: 
•    წევრიანდები ჯგუფში, როგორც უბრალო წევრი. ამ შემთხვევაში ნებისმიერი მასალის განთავსებისთვის საჭიროა ადმინისტრატორის ნებართვა. 
•    ჯგუფის ადმინისტრაციასთან გარკვეული შეთანხმების საფუძველზე ხდები ჯგუფის მოდერატორი, ამ სტატუსის ფარგლებში კი შენი მასალის განსათავსებლად არ არის საჭირო ჯგუფის ადმინის ნებართვა. 
2.    შესაბამისად სააგენტო ეS პერსონა რიგ ჯგუფებში წარმოდგენილია, როგორც ჯგუფის მოდერატორი, რიგ შემთხვევაში კი ჯგუფის უბრალო წევრი. 

თუმცა, მიუხედავად იმისა რომ თამარ კინწურაშვილმა ეს კარგად იცის მისი პლატფორმა მაინც მკაფიოდ აცხადებს, რომ   ყველა ჯგუფი, სადაც გაწევრიანებულია “ეS პერსონას“ FB გვერდი, მართულია და  ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის  მიმართ დისკრედიტაციით არის დაკავებული.  თუმცა კვლევაში არც ერთი მტკიცებულება არ არის იმის შესახებ რომ ეს ჯგუფები რაიმე ფორმით ახორციელებენ ოპოზიციისა და მედიის მიმართ ნეგატიურ კამპანიას და ვერც იქნება, რადგან უბრალოდ თამარ კინწურაშვილის პლატფორმა ამ შემთხვევაშიც იტყუება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თვითონაც შეუძლია იხილოს პორტალის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მოყვანილი ჯგუფების სია, მისამართებიც,  და გადაამოწმოს არიან თუ არა  ეს ჯგუფები ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციით დაკავებული (ვერ ნახა და ვერ დაურთო ფეიკ კვლევას ამ სახის დამადასტურებელი მასალები და იქნებ ვინმემ მოახერხოს).

კვლევაში აღნიშნული იყო რომ ეს 14 ჯგუფი არასრული სია გახლავთ: ჩვენ ამ სიას კიდევ ერთ-ერთი ჯგუფით შეგივსებთ, რომელიც სოციალურ ქსელში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს: 
ჯგუფი „მილიონი ქართველი“
დავიწყოთ ამ ჯგუფში განთავსებული ჩვენი მასალით:


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2381767135423292/

აღნიშნულ ჯგუფში თუ კი შეიხედავთ, თავად იპოვით სხვადასხვა ადამიანის, ან გვერდების მიერ გაზაიარებულ ინფორმაციებს. 
იხილეთ რამდენიმე მაგალთი: 


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2442992655967406/


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2444723282461010/


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2436235889976416/


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2334864340113572/

აღნიშნულ ჯგუფში ასევე ვრცელდება მითების დეტექტორის მასალებიც:


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2440001892933149/


წყარო: https://www.facebook.com/groups/1605345439732136/permalink/2418614738405198/

როგორც თქვენივე თვალით ნახეთ, ამ ჯგუფში  ვხდებით: ფარნაოზ ჭკადუას, ტროლ გვერდის: ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს, ტელეკომპანია „ფორმულას“, პარტია „ევროპული საქართველოს“ და თავად „მითების დეტექტორის“ მასალებსაც. თამარ კინწურაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ  კოკა ყანდიაშვილი, მიშა მშვილდაძე, ნიკა გვარამია, ფარნაოზ ჭკადუა და ყველა ის ადამიანი ვინც ამ ჯგუფში რამეს აზიარებს ან ადმინია, ან მოდერატორი, ერთად არიან საქმეში, ერთად მართავენ ჯგუფს, ანუ თამარ კინწურაშვილი და კოკა ყანდიაშვილი თანამშრომლებიც კი ყოფილან. 

სოციალურ ქსელში საკუთარი პროდუქტის გავრცელებისთვის ჯგუფების მექანიზმს რომ თამარ კინწურაშვილის „მითების დეტექტორიც“ იყენებს ეს უკვე ვიხილეთ, თუმცა შეგვიძლია ვნახოთ თავად თამარ კინწურაშვილის პლატფორმის მასალების სოციალურ ქსელში გავრცელების მოდელიც. 

თავი II 
როგორ ავრცელებს ინფორმაციას „მითების დეტექტორი“

ამ მოდელის გასაგებად  ავიღოთ თავად აღნიშნული კვლევის შესაბამისი პოსტი მათივე ოფიციალური გვერდიდან და ვნახოთ ვინ არიან ამ ინფორმაციის გამავრცელებლები.

მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მისამართი: https://www.facebook.com/mythdetector/posts/2543805459232655

ფოტო #1

აღნიშნულ სქრინში ჩანს 4  ფეისბუქ ანგარიში:
1.    თეა ზურაბიანი – https://www.facebook.com/tea.zurabiani.3745
2.    ლევან ჟალაღონია – https://www.facebook.com/levan.jalagonia.315
3.    გიო ანანიძე – https://www.facebook.com/gio.ananidze.7399
4.    ნინო აბზიანიძე – https://www.facebook.com/nnchk/
რომელთა FB-ანგარიშების შემოწმებისას თქვენ თვითონვე მიხვდებით, რომ პირველი სამი  ანგარიში რეალური ადამიანებს კი არ ეკუთვნით, არამედ უბრალო ბოტები არიან, მეოთხე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ტროლია.


ფოტო #2; #3

აღნიშნულ სქრინებში ჩანს, რომ გამზიარებელთა შორის არის ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსანი ბათუ ქუთელია (https://www.facebook.com/batu.kutelia/posts/10157521041986839) რომელიც ახლა დამოუკიდებელი ექსპერტის სტატუსით სარგებლობს და ვინმე ზვიად მჟავანძე, რომელიც სამ სხვადასხვა ჯგუფში აზიარებს მითების დეტექტორის ამ კვლევას.  
იხილეთ ზვიად მჟავანაძის მიერ ჯგუფებში ჩაზიარებული აღნიშნული კვლევის მისამართები:
•    https://www.facebook.com/groups/135488000423929/permalink/448040042502055/
•     https://www.facebook.com/groups/FTI.GE/permalink/1330614747099309/
•     https://www.facebook.com/groups/457306231777479/permalink/567179204123514/
•    https://www.facebook.com/groups/1952614838291953/permalink/2536501516569946/
•    https://www.facebook.com/groups/323216211618135/permalink/532550390684715/
•    https://www.facebook.com/groups/317291985354719/permalink/870179266732652/

ახლა ვნახოთ რას წარმოადგენს თავად ზვიად მჟავანაძე. მისივე ფეისბუქ ანგარიშით შეგვიძლია ვნახოთ, რომ ბატონი ზვიადი თამარ კინწურაშვილის ორგანიზაციაში მედიის განვითარების ფონდში მუშაობს. 
ზვაიდ მჟავანაძის ფეისბუქ ანგარიშის მისამართი: https://www.facebook.com/zviad.mzhavanadze 

ფოტო #4

აღნიშნულ სქრინში ყურადღება გავამახვილოთ: 
1.    ფეიჯზე „რუსეთი ოკუპანტია“ – https://www.facebook.com/RussiaIsOccupier/
•    რომელი ფეიჯზე გადასვლისთანავე მიხვდებით, რომ გვერდი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციით არის დაკავებული  და სავარუადოდ ოპოზიციის ტროლ-ფეიჯს წარმოადგენს. 
2.    ლევან კალმახელიძე – https://www.facebook.com/levani.kalmakhelidze.1/
•    რომლის FB ანგარიშის ხილვა გონივრულ ეჭვს აღძრავს, რომ ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ტროლთან გვაქვს საქმე. 

როგორც აღმოჩნდა პლატფორმა „მითების დეტექტორის“  კონკრეტული კვლევის გამზიარებლების შორის ვხედავთ:
•    თანამშროლებს -ზვაიდ მჟავანაძე, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებში აზიარებს მათ კონტეტს.
•    ბოტებს
•    ნაციონალური მოძრაობის ტროლებს და ტროლფეიჯებს. 
•    ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალჩინოსნებს. 

თუკი მითების დეტექტორის კვლევაში დასმულ აქცენტებს და ლოგიკას მათივე წინააღმდეგ გამოვიყენებთ გამოდის, რომ მათი პროდუქტის დისტრიბუცია სოციალურ ქსელში ხორციელდება: ბოტების, ტროლების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და მათთან დაახლოებული პიროვნებების ხარჯზე. 

თავი III 
რატომ იტყუება თამარ კინწურაშვილი და მისი “მითების დეტექტორი”?

მითებს დეტექტორის ფეისბუქ ფეიჯზე შესვლისას ნახავთ კრეატიულ პოსტერს „კოკა ყოველთვის ტროლს ვერ მოიტანს“

წყარო: https://www.facebook.com/mythdetector/photos/a.1436530103293535/2543939155885952/

„მითების დეტექტორი“ ჯიუტად ამტკიცებს რომ კოკა ყანდიაშვილს ტროლების ქარხანა აქვს, ღიადაც ამზადებს არა მხოლოდ კვლევებს (სადაც თქვენი თვალით ნახეთ რომ  მთელი მათი კვლევა არის ტყუილზე და მანიპულაციაზე დაფუძნებული), არამედ სოციალური ქსელისთვის ადაპტირებულ კონტენტსაც.  
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მხილების საფუძველზე გვაქვს უფლება ვივარაუდოთ რომ საქმე გვაქვს თამარ კინწურაშვილის მიერ აშენებულ პროპაგანდის მანქანასთან. 

რატომ აკეთებს თამარ კინწურაშვილი ამას? 
ამ შეკითხვის საპასუხოდ უნდა გავიხსენოთ თუ ვინ არის თავად თამარ კინწურაშვილი. ინტერნეტში თუ მის შესახებ ინფორმაციას მოვძებნით, აღმოვაჩენთ, რომ თავის დროზე თამარ კინწურაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსანი გახლდათ. იგი მუშაობდა:  გიგა ბოკერიას – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ, მიხეილ სააკაშვილის – საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად. იყო თავისუფალი ინსტიტუტის წევრიც.  პარადოქსი კი ის არის, რომ დღეს არასმთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ქალბატონი თამარი, 2005 წლიდან 2008 წლის თებერვლამდე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. (სააკაშვილი იძულებული გახდა გაენთავისუფლებინა ამ თანამდებობიდან თამარ კინწურაშვილი, საზოგადოების უპრეცედენტო ზეწოლის გამო) მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება მედიის მიმართ კი ყველამ კარგად ვიცით. მარტო ამ კონკრეტულ წლებში: გაუჩინარდა ტელეკომპანია „იბერია,” გაზეთი „ახალი ეპოქა”, „დილის გაზეთი,”  ჟურნალი „ომეგა,”  საინფორმაციო სააგენტო  „ინტერ-პრესი”; დაიხურა გადაცემები: „ღამის კურიერი”, „ღამის მზერა,” „რა ხდება?”, „ტაიმაუტი”, „ცაიტნოტი,” დაარბიეს ტელეკომპანია იმედი ა.შ. თამარ კინწურაშვილის  ხელმძღვანელობის დროს კი გაიყიდა და გაიძარცვა საზოგადოებრივი მაუწყებელის ქონება. თავად მაუწყებელი კი  გადაიქცა ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ტელევიზიად.  ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლებიც კი დღესაც ღიად საუბრობენ. 

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ჯგუფი, ან გვერდი, რომელიც “მითების დეტექტორმა” თავის “კვლევაში” მოიყვანა – არ დაბლოკილა და ჩვეულ რიტმში აგრძელებს მუშაობას. რატომ? – იმიტომ რომ არ არღვევს ფეისბუქის წესებს, არ ეწევა ხელისუფლების ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და სხვა აქტორების დისკრედიტაციის კამპანიას. ეს არის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს კინწურაშვილის კვლევის სიყალბეს, რომელიც დიახაც, რომ ზუსტად ოპონენტების, მიუკერძოებელი, პროდასავლური და პარტიული კონიუნქტურის მიღმა მოქმედი მედია საშუალების ”გაშავებას“ ისახავს მიზნად.

დასკვნა:
ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ თამარ კინწურაშვილის პორტალის “მითების დეტექტორ”-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია არის რეალობის გაყალბების კლასიკური ნიმუში. და თუკი თამარ კინწურაშვილს შეუძლია   მოიტყუოს, ჩირქი მოსცხოს ჩვენს საქმიანობას, ჩვენც სრული უფლება გვაქვს ვამხილოთ ამ ტყუილში მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მედიაზონდერი, რომელიც როგორც ჩანს ახლაც ვერ იტანს დამოუკიდებელი მედიის არსებობას.

მსგავსი სიახლეები

თბილისში კინოთეატრ “ამირანთან” განვითარებულ მოვლენებს დასავლური მედია ეხმიანება

editor

გურამიშვილის გამზიზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ბინებში მომოვალ კვირას შეუშვებენ

editor

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

editor