პოლიტიკა

ყველას მოვუწოდებ, რომ პირველ რიგში თავიანთ „ტროლებს“ მიხედონ – კობახიძე

სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს ე.წ.ტროლების კუთხით, ამაზე ჩვენ გასული თვეების განმავლობაშიც ვსაუბროდით, – ამის შესახებ  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველას მოვუწოდებ, რომ პირველ რიგში თავიანთ „ტროლებს“ მიხედონ. გახსოვთ, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, იქაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც დაისვა, იყო სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა და აქეთკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა. მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით. ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპის შეზღუდვის დაწესებას „ფეისბუქთან“ თუ ზოგად ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამას სჭირდება შეზღუდვის დაწესება. ხედავთ, რომ აქ არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენ ინიცირებული გვაქვს კანონპროექტების პაკეტი, რომელიც ეხება სწორედ დეზინფორმაციის თავიდან აცილებას სხვადასხვა სივრცეში. მარტო „ფეისბუქი“ ხომ არ არის პრობლემა. პრობლემაა ასევე სატელევიზიო სივრცე და სხვა სივრცეები, სადაც ყოველდღიურად ვრცელდება დეზინფორმაცია და მოედინება აგრესია,“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

თინა ხიდაშელი: ვფიქრობ, ამ ნაბიჯის გადადგმა მან კი არ გადაწყვიტა, ვითარება შეიქმნა ასეთი

რედაქტორი

„ნაციონალური მოძრაობა“ ინფექციური ბაცილაა – ქანთარია

editor

ზალკალიანმა სერგეი ლავროვს უთხრა რომ აუცილებელია დეესკალაციისკენ და დეოკუპაციისკენ ნაბიჯების გადადგმა

editor