ეკონომიკა

რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის 1-ლი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის 1-ლი იანვრიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას. სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ოჯახური წარმოებას ეწევიან და მცირე რაოდენობით ახორციელებს სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და რეალიზაციას.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს რძის სექტორში არსებული გამოწვევების დასაძლევად. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ როგორც რძის პირველად ასევე გადამმუშავებელი სექტორის წარმომადგენლებთან, რათა დარგის განვითარების პოლიტიკის ნაწილში, მათი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაციის ასახვა მოხდეს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

შავ ზღვაზე, პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემი დაინიშნება

editor

ქართული ბიზნესის პროტესტი რუსულ ოკუპაციას

რედაქტორი

ხობში „100 საინვესტიციო შეთავაზების“ ფარგლებში 30-მილიონიანი საწარმო აშენდება

editor