ეკონომიკა

2019 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1 მილიონით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.4 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 13.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის მესამე კვარტალის შესაბამის მონაცემებს. 2019 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 710.3 ათასით განისაზღვრა, რაც 21.8 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში ვიზიტორების 36.3 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 55.6 პროცენტს შეადგენდა

მსგავსი სიახლეები

„ქართული ღვინის ფორუმი“ ბოსტონში გაიმართა

editor

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9626 ლარი გახდა

editor

კომპანია „ცივის ყველი“ექსპორტზე დუბაისა და აშშ-ში გავიდა

editor