საზოგადოება

ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსში 14 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა.

საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ, სურამში, ორი ნგრევადი ობიექტი იხურება, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები, წლების განმავლობაში, უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ.

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა გადასცეს.

მსგავსი სიახლეები

ყიფშიძის ქუჩაზე დაჭრილი ორი მამაკაციდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

editor

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებიც და “თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებიც მთელი ღამის მანძილზე იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე

რედაქტორი

ხონში მცხოვრებმა ლიპარიძეების ოჯახმა პოლიციასთან აქცია გამართა – 10 წლის გოგონას მამა დედისათვის შემაკავებელი ორდერის გაცემას მოითხოვს

რედაქტორი